კვირა, 19.05.2024, 06:35
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
15:21 კიდევ ერთი ოცნება | |
იცი? ვნატრობდი მეც რომ მქონოდა, მოცარტის ქნარი და ვინჩის ფუნჯი,რა იქნებოდა? რა მოხდებოდა? არ ვყოფილიყავ დალტონიკ–მუნჯი. რომ შემძლებოდა მეც მომეხატა, ჩემი ოცნების სრა–სასახლენი, რომ დამეწერა შენთვის სონატა და მეთქვა კარგო შენ მოგიძღვენი. ცაზე ვარსკვლავებს წავშლიდი, შევქმნიდი შენთვის ახალ ცას, ზედ შენს სახებას გავშლიდი, შეშურდებოდა უფიცას. სხვა სიმფონიას შევქმნიდი, ნოტებს, რომელიც სხვას არ ჰგავს, შენს საგალობელს დავწერდი, შევქმნიდი შენთვის ახალ ჰანგს. მაგრამ გამწირეს მუზებმა, შევები მარტო უღელში, რომ ჩემმა გულისნადებმა, ჩაუშვას ღუზა შენს გულში. ამადეუსის ნოტებით, მოვალ და ჩაგეხუტები, მიქელანჯელოს ფერებით, მოვალ და მოგეფერები. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |