.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 14 » ლექსი ეძღვნება ქართული ენას_ჩვენს საუნჯეს....ავტორი ირინოლა(ირინა ხურციძე)
14:10
ლექსი ეძღვნება ქართული ენას_ჩვენს საუნჯეს....ავტორი ირინოლა(ირინა ხურციძე)



ქართული ენა სიწმიდის,
ზე აღმაფრენის ენაა,
მისი წაბილწვის ნიშანი
ცით ვარსკვლავების ცვენაა...
ღვთივკურთხეული ანბანი
ქებათაქების ღირსია,
ეს ენა შოთას, ილიას...
და წმიდა თამარისია...
ეს ენა ვაჟას, აკაკის,
გალაკტიონის ენაა..
ეს ენა დასაბამიდან
ქართველი ერის რწმენაა.
ანი_ღვთიურის საწყისი,
ჰოე კი დასასრულისა,
დაკარგულ ოქროს საწმისით
ნაპოვნი სიყვარულისა.
ენა ქართული დამარხულ
არს, ჟამს მეორედ მოსვლისა,
მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე_
ნიშანი პირველ ყოვლისა...
ქართლოსიანთა საძვალის
მანათობელი ლამპარი,
მირიან, ნანა დედოფლის
ნაალერს-ნასათუთარი.
ჩვენს დედა ენას სამების
თანაარსსა და თანაწილს
მზის შარავანდით გულებში
გადაქარგულს და გადაწნილს,
ვერარა ჩრდილი დაფარავს
რაც არ უნდ ქარმა დაბეროს,
ლაღად გაშლილი რტოები
ვერავინ ვერ შეაბელოს.
გზას წყვდიადშიაც გაუკვლევს
საეროსა და სამრევლოს,
რადგანაც ქრისტეს ჯვარივით
უპყრია მთელ საქაღთველოს.
 
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 5083 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 4.2/11
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]