.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 14 » ბოდლერ გენიავ
14:03
ბოდლერ გენიავ

ბოდლერ გენიავ, რატომ გაჩერდი?
რატომ შეწყვიტე წერა ლექსების?
ამა ცხოვრების ფინიშს გახვედი,
თუ გახდი შენაც მსხვერპლი ფესვების?

ვეღარ წერ უკვე? ვერ უძღვნი ვერას?
ნახე, ნადარიც გაჩერდა თითქოს,
ცნობისმოყვარე ძალიან ღელავს,
ობიექტივი პერსონაჟს ითხოვს.

ოვიდიუსი თითქოს ლექსს გიძღვნის,
თითქოს დაბრუნდა თავის მხარეში,
ჯონ მონტიმერი კვლავ სიკვდილს ებრძვის
თეთრი ცხენების სადგომ თავლებში.

ტივოლი ისევ ცეცხლის ალშია,
ბუკინისტები ავსებენ ნაპირს,
ქვაფენილები სისხლის ზღვაშია
ღვინო ვერ შველის შიშს, ტანში ჩაღვრილს.

ბოდლერ დაბრუნდი, განაგრძე წერა,
თორემ იცოდე ცაც კი იტირებს,
იწყო ობობამ ქსელების ხვევა,
მალე კი გველიც დაჩეკს წიწილებს.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 888 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]