.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » როცა გეძახი,როცა მინდიხარ
20:06
როცა გეძახი,როცა მინდიხარ

როცა გეძახი,როცა მინდიხარ, 
როცა აღმაღგზნებ და როცა გელი, 
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ 
და გამოწვდილი მირჩება ხელი. 

როცა მოვილტვი,როცა მიყვარხარ, 
როცა მოგდევ და შენობას ვნატრობ, 
ვიღაცას სწორედ მაშინ მიყავხარ 
და ჩემი წილი ალერსით გათრობს. 

როცა მწყურიხარ,როცა მაგიჟებ, 
როცა გიჩოქებ,როცა ვენთები, 
მაშინ დუმილის ზღურბლზე აბიჯებ 
და ცრემლად დამდის წვიმის წვეთები. 

როცა ვივსები,როცა ვარ შენი, 
როცა გნებდები,როცა მინდიხარ, 
როცა ვიჯერებ,ჩემს ყოფას შვენი, 
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1049 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]