.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » ამოგიზოგავ როგორც სიცოცხლეს
18:51
ამოგიზოგავ როგორც სიცოცხლეს

გამოგიზოგავ როგორც სიცოცხლეს
და მოგენდობი ვით მიწას აღთქმულს,
ზმანებათ შორის მოსიარულეს,
შენ საოცნებო სიონის ასულს.

ამ ქვეყანაზე ძნელია მოსვლა
და უძნელესი ასვლა ზეცაზე,
როგორც მთასვლელის ბოლო ლაშქრობა
თვალ შეუწვდენელ მწვერვალთ მწვერვალზე.

როგორც წმინდა განძს ისე დაგიცავ,
შენით მოხატულ ჩემს ცხრაკლიტურში
და ცივ ნიავსაც არ მოგაკარებ,
უშენოდ შეშლილ ჟამთ შესაყარში.

ქვიშის საათად ჩამოიშლება
ამ ნაბოლარა აწმყოს მარცვლები
და მომავლის მზეს მივეგებებით,
ღამე მოვლილი და ნაწვალები.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 880 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]