.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » ბრმები.:) ნაწილი3
18:35
ბრმები.:) ნაწილი3


ბიჭვინთაში საოცარი ღამე იყო,ჩამავალი მზის სხივები სულ გაქრა და ირგვლივ ყველაფერი დაადუმა,ორი მოსეირნე სილუეტიც ღამემ მოიცვა და ერთმანეთის პირისპირ დარჩნენ უკუნ ღამეში.. "მცივა ალექს,მცივააა...გოგონა კანკალებდა და წამწამებს ათრთოლებდა,წამწამებიდან ერთი მეორეს მიყოლებით წვეთები ცვიოდა და ცივ ქვიშას ათბობდა..."ცოტაც დავრჩეთ,ძალიან გთხოვ,ვიცი გცივა.. ბიჭი ქვიშაზე დაქდა და დიანა მკლავებში ჩაიხუტა... 

-აღარ მინდა ესე ცხოვრება...ალუღლუღდა გოგონა.. 
-ვიცი...ბიჭმა გოგონას სახეში შეხედა და შუბლზე აკოცა.."რატომ აკეთებ ამას.. 
-იმიტომ რომ არავინ მყავს..წაიჩურჩულა დიანამ.. 
აღარ გააკეთებ ამას,მოეშვი... 
-რატომ? 
-იმიტომ რომ მე შენთან ვარ...ბიჭმა თავისი თვალები გოგონას გაუსწორა თუმცა არაფერი ჩანდა.. 
-შენც ისე წახვალ როგორც სხვები..გოგონამ მთვარეს შეხედა,მთვარე ანათებდა მის სახეს,მთვარე ანათებდა ტალღებს,საოცარი იყო ამ წამს მთვარე.. 
-მე შენთან დავრჩები,არასდროს გაგიშვებ..ბიჭი კიდევ უფრო მოეხვია მოცახცახე გოგონას...და ესე,ძალიან დიდი ხანი იქდნენ ქვიშაზე,არ საუბრობდნენ,უბრალოდ სიჩუმეს უსმენდნენ და ნელ-ნელა ჩაეძინათ.. 
გათენებისას მოყინა,ჰაერი აცივდა და ისინი კიდევ უფრო აათრთოლა.. 


-ბიჭო! ალეექსს ! ადექი თენდებაა.. ალექსმა თვალები გაახილა და დაინახა განთიადი,იგი ულამაზესი იყო და სხვადასხვა ფერებში ირეოდა,აგერ მზეც მოჩანდა სადღაც შოორს...მზეში იმალებოდა ყველაფერი,ბედნიერება,ტკივილი ,სიხარული..თაბრუს გახვევდა მისი სილამაზე,წითელი,ყვითელი,ცისფერი,,,, ფერები მათ ზემოდან დაჰყურებდნენ და თითქოს მათთან ჩამოდიოდნენ,თითქოს ზეცა დახრილიყო და ზღვას ეჩურჩულებოდა... 
-ლამაზია არა... 
-შენსავით ლამაზი,მიუგო ბიჭმა.. 
-მე არ ვარ ლამაზი..დაიმორცხვა გოგონა.. 
-თვალებში მაინც ნუ მიყურებ და მაგას ნუ ამბობ,შენ ამ განთიადზე ლამაზი ხარ,ულამაზესი მთელს სამყავოში..ბიჭმა გაუღიმა,გაუღიმა და თვალები დიანას გაუსწორა,,სუნთქვა თითქოს შეწყდა ამ წამს და მხოლოდ ტუჩები თუ საუბრობდნენ მათზე...დიანა ნაზად შეეხო ნამიანი და ცივი ტუჩებით ბიჭს,ორივემ დახუჭა თვალები თუმცა...წვიმასავით დაასველა გოგონას თბილმა ცრემლებმა კოცნა,თბილად დაასველა და მერე მოშორდა.. 
"ცუდია რომ არ შეიძლება ჩემნაირის სიყვარული... 
-გემუდარები,ნუ ამბობ ეგრე დიანა,ყველას გეფიცები მიყვარხარ.. 
-შენ ხომ არ მიცნობ?ატირდა დიანა.. ბიჭმა ისევ ჩაიხუტა ათრთოლებული გოგონა,გოგონას ხელები ბიჭის გულ-მკერდს დაეყრდნო და მწარედ ატირდა.. 
-მორჩი,ნუღარ ტირი,მე შენთან ვარ..არასდროს გაგიშვებ...იცოდე არასდროს იტირო ჩემს გამო.. 

გაგრძელება იქნება..
კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 874 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]