.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » იცი, რა? -ვიცი რა,
21:33
იცი, რა? -ვიცი რა,

იცი, რა? 
-ვიცი რა, 
წვიმამ ბევრი ითმინა, 
ბოლოს ვერ მოითმინა, 
იწვიმა და იწვიმა... 

-კიდევ, კიდევ, იცი რა? 
გულმაც ბევრი ითმინა, 
მანაც ვერ მოითმინა, 
იტირა და იტირა... 

-ახლა გითხრა? 
-მითხარი! 
-დაივიწყე, ვინც არი, 
მე მაჩუქე ფიქრნარი, 
მიყვარხარ-თქო, მითხარი... 

-ვიცი, ვიცი - გავები, 
შენს მახეში გავები, 
მოვიშორე შავები, 
შენს ფერხულში ჩავები... 

-გაბრაზდები? 
-გაგიგებ! 
ლამაზ კოშკებს აგიგებ, 
გულში სითბოს ჩაგიდებ, 
იებს ფერხთით დაგიგებ...

-კიდევ იცი რა მინდა? 
შენი მოპარვა მინდა, 
თორემ სული დამიდნა, 
წვიმამ ზეცა დაბინდა... 

კიდევ, კიდევ იცი რა? 
მზემაც ბევრი ითმინა, 
სითბო ვერ მოიცილა, 
ბოლოს ბევრი იცინა... 

კიდევ გითხრა? 
-მითხრა რა? 
-სხვა რა გინდა? 
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !..

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 915 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]