.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » მესმის სამყაროს შორეული მელოდიები
20:59
მესმის სამყაროს შორეული მელოდიები

მესმის სამყაროს შორეული მელოდიები, 
შორს ზღვის ნაპირზე სატრფოს ტირის თეთრი თოლია, 
სიკვდილს ველი და სიკვდილამდე დაველოდები, 
ვიცი სიკვდილი უკვდავების ჯაჭვის რგოლია. 

ყველა ცოცხალი ვიცი არის სიკვდილმისჯილი, 
დასაწყისივით დასასრულიც თითქოს ნოლია, 
თითქოს რადგანაც სიცოცხლე ხომ გრძელდება ისევ, 
სხვა სატრფოს ეძებს ზღვის ნაპირზე თეთრი თოლია. 

ეს ყველაფერი ასე იყო ასე იქნება, 
მართლაც არ არის ჩემ სიტყვებში რამე ახალი, 
სადღაც მელიან მე ჯალათი და სახრჩობელა, 
და სადღაც უკვე გათხრილია ჩემთვის საფლავი.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 791 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]