.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » ერთხელ მეც მიყვარდა ძალიან მაგრად...
20:03
ერთხელ მეც მიყვარდა ძალიან მაგრად...


იცით? ერთხელ მეც მიყვარდა ძალიან მაგრად... ის ჩემს გულში ცხოვრობდა 4 წელი , პირველად რომ ვნახე 8 წლისანი ვიყავით... ისე დიდათ არ მიყვარდა ბიჭებთან ურთიერთობა, არვიცი ეს რისი ბრალი იყო, იმ კრეტინების რომლებიც ჩემს ეზოში დარბოდნენ ხელგაწვდილი და გაიძახდნენ ბახ ბახ... თუ ჩემი არანორმალური თანაკლასელების რომლებიც იატაკზე ღორებივიტ გორაობდნენ და ერთმანეთს უბაგუნებდნენ???
მაგრამ ის არ ჰგავდა მათ...ზაზა გავიცანი მაშინ როცა დასასვენებლათ ვიყავი,თაფლისფერი თვალები ჰქონდა რომლებმაზ დაათკბეს ჩემი გული...მას არაჩვეულებრივი ხმა ქონდა რომელიც ყველას მერჩივნა მაშინ, ისე მამაკაცურად იქცეოდა მიუხედავათ თავისი ასაკისა....
მე მის 6 წლის დასთან ვმეეგობრობდი არ ვეუბნებოდი ჩემს საიდუმლოს... გავიდა ის ლამაზი წელიწადი, მეორე წელსაც შევხვდი ის ჩემს მეგობარს ნიას გავაცანი, ფოთლები შრიალებდნენ მზე თვალს ეფარებოდა..
როცა ნიამ თავისი სახელი გააცნო მას, მე არ გამიგონია მისი სახელი, მაგრამ, ჩემი ცრემლები ღამემ დაფარა, ჩემი ქვიტინი ქარმა დაახჩო რადგან ზაზამ თქვა რომ მისი სახელის ნაცვალად რომ ,,შეყვარებულს ნიაკო ერქვა''..........
იმ ღამეს ცრემლების მორევში ვბანაობდი...ყველაფერი უფრო საშინლად მეჩვენებოდა მძულდა ჩემი თავი ვიგრძენი მისი დაკარგვა გავიდა... 2 წელი მე უიმისოდ ვცხოვრობდი ოთხ კედელში... არ მინახავს მას შემდეგ პირადად, მაგრამ ის მოგონებად იქცა ფიქრებსჰი, და მოგონება ფერად წიგნებად........
კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 894 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]