.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » ყოფნა არ ყოფნის შორის გაქრა ყველა საზღვარი
20:16
ყოფნა არ ყოფნის შორის გაქრა ყველა საზღვარი

ყოფნა არ ყოფნის შორის გაქრა ყველა საზღვარი, 
ბედნიერების მოლოდინიც დასრულებულა, 
სულში ჩამდგარა სუსხიანი ცივი ზამთარი, 
ისე, რომ ჩემთვის გაზაფხული არ დაწყებულა. 

სადღაც გამქრალა ყველა ნატვრა, ყველა ოცნება, 
და იმედებიც უგზოუკვლოდ შემომძარცვია, 
სიყვარულიდან დამრჩენია მხოლოდ ტკივილი, 
უბედობამ რომ სულ გაწირა და დაამსხვრია. 

გავმხვდარვარ რაღაც უპატრონო ბედის პატრონი, 
ჩალის ფასადაც აღარ ფასობს ჩემთვის ცხოვრება, 
გული ავსილა სევდიანი ტკივილის გრძნობით, 
ფიქრით და დარდით ამერია უკვე გონება.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 851 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]