.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით
20:21
გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით

გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით,
ტუჩის შეხებით,
კოცნით კი არა_მოალერსებით!!!
გაგაოცებდი ჩემი სულის ცრემლით, ფერებით,
ფერად-ფერადი სიზმრების თოვით გაგაოცებდი.
დაგიკოცნიდი_
სულს,
გულს,
თვალებს

ასე სევდიანს,
ბაგეს მთრთოლვარეს,
მერე გულში ჩაგიხუტებდი.
დაგიფარავდა ჩემი სული ქვეყნის ავდრისგან,
და ყოველ დილას გაჩუქებდი ზღაპარს ახდენილს.
დაგიკოცნიდი_
ღიმილს,
ცრემლებს,
"ნეტას" ნაღვლიანს,
შენ რომ გდომოდა,
მთელ ცხოვრებას კოცნად გიქცევდი!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 982 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]