.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » მერე რა თუ არვის ესმის შენი
19:02
მერე რა თუ არვის ესმის შენი

მერე რა თუ არვის ესმის შენი
თუკი ლექსი არვის მიუძღვენი
მერე რა,თუ გითავდება პასტა
მერე რა,თუ ფიქრი მიზანს გაცდა..
რატომ არის ეს ზამთარი ცივი
რატომ ათბობს სევდას თეთრი სხივი
რატომ ხარობს გაზაფხულზე ია?
ნეტავ ეს სახელი რატომ ჰქვია?
ნეტავ რატომ დაიღალა ფურცელი?..
მერე რა თუ აზრი დარჩა უცვლელი..
ნეტავ,რატომ აირია ფიქრი,
მერე რა,თუ მიზანია ძვირი.
ნეტავ რატომ დაიჩაგრა სიტყვა
ალბათ ყველაფერი უკვე ითქვა...
რატომ იხევს ხალხი მუდამ უკან?
-ეშინიათ სიმართლე არ უთხრან.
რატომ არის სურვილები ფერადი?
იმედი კი,ბოლოს ისევ მტვრევადი
ყველამ რატომ დაიხია უკან?
თვალთმაქცობას ბოლო აღარ უჩანს..
რატომ უნდათ ყველაფერი ადვილი
რატომ არის კაცი ბოღმით აღვსილი
ევა რატომ შეაცდინა გველმა?
წითელი ჩაიცვა ბრძოლის ველმა..
რატომ ისმის ეს ამდენი გოდება
თითქოს ყველაფერი მალე მოკვდება..
კვლავ მაწუხებს უამრავი კითხვა
პასუხი კი,ჯერ არცერთი ითქვა...

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 828 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]