.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » მე დავიღვრები უამრავ ლექსად
19:00
მე დავიღვრები უამრავ ლექსად



მე დავიღვრები უამრავ ლექსად,
წინადადების ვიქცევი აზრად,
ნუღარ შემხედავ მეორედ ფარსად
და რომ მიპოვი აღარ თქვა არსად.

მე მონატრების სევდა გავხდები,
მე ალიონის მზის სხივად მოვალ,
ვიქნები წვიმის სუყველა წვეთი,
რომელიც ნაზად მაგ ტუჩებს ერთვის.

მიპოვი გარეთ, ცვრიან ბალახში,
შენს გულში მნახავ დინჯად მჯდომარეს,
ფეხს ნუ არიდებ, მნახავ ტალახში,
დავეუფლები შენს არემარეს.

სიო, რომელიც დაგბურძგნის ტანში,
ის მე ვიქნები და შეგაციებ,
მიპოვი თუნდაც ვიღაცა სხვაში,
რომელიც ღამით სახლში გაცილებს.

ვიცი არ გინდა,მაგრამ მიპოვი,
მიპოვი შენი სახლის სარკმელთან,
გზაზე მიმავალს შემხედავ ჩუმად,
ნახავ თუ როგორ ვძმობ მე სასმელთან

მიპოვი ყველა ლექსის რითმაში,
ქვეცნობიერში ნახავ ჩემს სახეს,
მიპოვი, თუნდაც ყველა კითხვაში,
კითხვის პასუში დაწერ ჩემს სახელს.

ზაფხულში შენ ზღვის ტალღებში მნახავ,
გემი, რომ სერავს და თქეშს რომ ფანტავს,
პლაჟის ქვიშაში მიხილავ კენჭად,
მიხილავ თვით სიყვარულის ეჭვად.

მიპოვი ვარდის თაიგულებში,
წეღან, რომ მოგცა ნაცნობმა ბიჭმა,
მიპოვი ყველა უცხო სიტყვაში,
რომელიც თუნდაც წარმოთქვას გიჟმა.

მნახავ მაგ გულში, გულის სიღრმეში,
სადაც ვიკავებ სულ მცირე მაშტაბს,
ხვალე მე გნახავ, უკვე ჩემს ხელში,
როცა მაშტაბებს გავზრდი და გმართავ...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 910 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]