.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » ქარებს ქარები მოევლებიან
22:03
ქარებს ქარები მოევლებიან


ქარებს ქარები მოევლებიან 
მე კი ისევ შენ შემოგევლები,
გავიფანტები მთელს სამყაროში
და მხოლოდ შენში შევიკრიბები.
ჩემი ხილვების ნავსაყუდელო
შენით ვსულდგმულობ ამ ქვეყანაზე,
მარადისობის ათვლის წერტილო
არ დამაობლო გზა შესაყარზე.
2=1-ს, როგორც ისარი 
სამარადისოდ აერთებს 2 გულს
ეს მომავალის არის გზავნილი, 
რაც არ ეთმობა მაცილს და ორგულს.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 850 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]