.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » ზღვარზე.
22:05
ზღვარზე.


ზღვარზე.
კვდება იმედი ჩემი შემყურე
და არც არასდროს არ გაცოცხლდება,
მხოლოდ ის ვიცი დანამდვილებით
ჩემი გარდასვლა რომ ახლოვდება.
ო,რომ იცოდე როგორ ვერ მიტანს
მე შენს მაძებარს შენი დაქალი,
თუმც ერთგულია იგი იმგვარად,
როგორც ამ ქვეყნად არც ვინ მართალი.
მე ჯერ ლომი მყავს დასაკოდავი
ჩემი გულიდან გზად მოტყინარი,
და მერე ვეფხსაც ზედ მივაყოლებ
თუ არ იქნება პირ მომცინარი.
ვიცი გამიგებ ჩემო სიცოცხლე ,
შენს მეტი ქვეყნად ვინ მაბადია,
ბედნიერებას ვერ მოიპოვებ
იგი ოდითგან თვით ნაბადია.
და თუ ამ ქვეყნად რამ შემიძლია
გადამიხსნია მისთვის თაღები,
ოღონდ ვიხილო პირ მომცინარი
ეგ ცრემლიანი შენი თვალები.
მე ვემზადები შენს შესაყრელად
და ამ შაბათ დღეს მე არ ავცდები,
ეს იმედია გზას რომ მინათებს
დღე,შენთან ერთად როცა აღვსდგები.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 917 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]