.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » ,ღმერთის ხელით ხატად დაწერილო
00:08
,ღმერთის ხელით ხატად დაწერილო


მხარევ,ღმერთის ხელით ხატად დაწერილო, 

ჩემო ჩუქურთმების ენავ, 

ჩემო იმედო და ჩემო საფიცარო, 

ჩემო შეურყევო რწმენავ. 

ჩემო სიამაყევ,ტაძარდაუთვლელო, 

ლოცვადაუღლელო გზნებით, 

მრავლჭირგამოვლილო, მაინც ხელთუქმნელო, 

ჯავშნად მოქსოვილო მთებით. 

დედა ღვთისმშობელის კალთას გაგებულო, 

განძო, უწმინდესი გულის, 

ჩემო საოცრებავ,სვეტად ანთებულო, 

მადლო ღვინისა და პურის. 

ჩემო მზეჭაბუკო,არადაჩოქილო, 

თუარ უფლისათვის,ვინძლო, 

მირონდადენილო, სულგადარჩენილო, 

ოღონდ,შენი სუნი ვიგრძნო. 

ჩემო საქართველო,ბევრთა სანატრელო 

არადათმობილო ნებით, 

გზა-კვალ-მადლიანო,ზოგჯერ დარდიანო, 

მაინც ანთებულო გზნებით. 

ვერდამარცხებულო,ქართველთსავანეო, 

ლოცვამოქარგულო ენით, 

მუდამ ვამაყობდი, ახლაც ვამაყობ და, 

უფრო ვიამაყებ შენით!
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 958 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]