.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » ყალბი ღიმილის ყალბი ამბორი
22:13
ყალბი ღიმილის ყალბი ამბორი


ყალბი ღიმილის ყალბი ამბორი,
მზიანი ღამის უღვთო ვალები,
კიდევ მრავალჯერ უნდა დავეცე
შენთვის ნაგვემი და ნაწამები.

...ნაწნავი შეგიჭრია სიონის ასულო
თმენით შემოსილხარ ქვეყნად ჩამოსულო,
ყოველ დამაშვრალის მაშველად მოსულო,
ვარდო შირაზისა მწუხრში ამოსულო.

დაგეძებ ყველგან და დაგეძებ ყოველში,
კონკიას სამხილით მეხ ნაცემ სოფელში,
გოდების კედელთან ვით მავრი ცოდვებში,
როგორც ხავსს ნაჭიდი კოსმიურ მორევში.

ეჰეჰეჰეჰეი აღსდექი,აღსდექი მსოფლიო,
ეგებე ვინც შენთვის შენს ნაცვლად ეწამა,
გახსენი ზეცა და უჩვევი თვალებით,
მიიღე ვინც გშობა და მსგავსად გიწამა.

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 966 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]