.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » ქალს სილამაზე ხილადა
15:59
ქალს სილამაზე ხილადა


ქალს სილამაზე ხილადა
 ვთხოვე-არ დამაძლევინა,
 დავღონდი,წყალი მომწყურდა,
 წვეთი არ დამალევინა.
 მომხედა,თოლნი შემყარა, 
ნაწინწკლებ წამაყრევინა, 
დამრცხო,ავინთე,გავწითლდი,
 თავი ძირს დამახრევინა.
 სიტყვები გადამავიწყა,
 ენა სულ ამარევინა.
 არც მითხრა-მოდი,
არც წადი, არც თავი დამაღწევინა.
 ტიალი,რაი ყოფილა, 
თავბედი დამაწყევლინა.
 დახე წყეულსა დიაცსა,
 რა დღემდე მომაღწევინა.
კატეგორია: ♥სიმღერები | ნანახია: 866 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]