.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » ღრუბელს შემრჩა მზერა
22:07
ღრუბელს შემრჩა მზერა


მიწაზე ვარ,
ღრუბელს შემრჩა მზერა,
ღმერთმა იცის,
სინათლეა სად უფრო,
კარი გახსენ,
გაზაფხულო, მე ვარ...
გამიცვალე
ყვავილების საუფლო...

ატმის კვირტში
შეიყუჟა სული,
ოცნებას კი
ცისფერ კაბას ჩავაცმევ,
გაზაფხულო,
ამისრულებ სურვილს?
ხელუკუღმა
გადავაგდებ სავარცხელს..
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 948 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]