.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » სიცივე გულში,ფიქრებში,ოცნებებში...
17:02
სიცივე გულში,ფიქრებში,ოცნებებში...


მაგრამ რა მივიღე? _სიცივე გულში,ფიქრებში,ოცნებებში... ხო იყო არა დრო როცა ჩემი გულით ცოცხლობდი?! როცა ჩემი გული გიძგერდა მკერდში?! შენხო ჩემი იყავი? შენხო ჩემით იყავი?შენხო გჭირდებოდი?!ხომ გენატრებოდი?შენხო შეშლილი იყავი ჩემით!
რა შეიცვალა? სად შევცდით? შევცდით კი საერთოდ? მე ხო ქვა არ ვარ,მეც ხო მაქვს გული? შენი გული, რომელსაც არ გიბრუნებ და არც შენ მთხოვ რო დაგიბრუნო. რატომ? ალბად იმიტომ,რომ ჩემი გულით უკეთ გრძნობ თავს,უფრო ძლიერ ძგერს და შენს გულზე გაცილებით თბილია.! თბილია შენი მონატრებით,შენი სიახლოვით... მას ხო შენდამი გრძნობა გააჩნია,რომლითაც ცოცხლობს,რომლითაც ძლიერდება,რომლითაც იკუმშება..!
იცი რა მინდოდა? მხოლოდ შენ მინდოდი,მინდოდა ჩაგხუტებოდი,მეთქვა,რომ მომენატრე და მჭირდები..! მინდოდა სახეზე შეგხებოდი,თვალები დამეხუჭა და მეოცნება, მეოცნება ჩემზე და შენზე..! მინდოდა, რომ მთელ სამყაროში მხოლოდ მე და შენ ვყოფილიყავით, მინდოდა რომ მხოლოდ მე დაგენახე და სხვა არავინ..! მაგრამ მე მხოლოდ მინდოდა..!
ყოველთვის გვირღვევდნენ მყუდროებას სხვები. ყოველთვის ჭკუიდან ვიშლებოდი,როცა შენთნ ახლოს მოდიოდნენ,როცა გიახლოვდებოდნენ,! ეჭვიანობის გრძნობა გულს მიღრღნიდა და ასე იქნება სულ სანამ ისინი ახლოს გეყოლება..! რატოომ? –არვიცი..!
რამდენიც არ უნდა ვიძახო რომ არ მაინტერესებ ესე არ არი, გული ვერასდროს ვერ აიტანს შენთან სხვის სიახლოვეს.. ვერ აიტანს და მორჩა.>!
რატომ ხდება ასე? რამდენჯერ გითხარი სიტყვა "მშვიდობით",მაგრამ მაინც ვერ ველევით ერთმანეთს,მაინც გვჭირდება ერთმანეთი,ის სიტყვები რასაც ერთმანეთს ვეუბნებოდით რითაც ბედნიერები ვიყავით.
შენ ხომ მარტო ჩემი ბატი ხარ! მხოლოდ ჩემი!
ჩვენ ხო ერთმანეთი გვიხაროდა და გვიხარია, მე ხო მჭირდები, მე ხო მენატრები გაფრენამდე.!
შენი ის სიცივე ხომ დროებითი იყო,მხოლოდ დროებითი, გათბები ჩემი სითბოთი გაგათბობ. შენ სიცივე არ შეგიძლია,შენ ხო ჩემი თბილი და საყვარელი გული გიძგერს მკერდში.. გახსოვს რომ მომპარე და აგარ მიბრუნებდიი? შემდეგ კი ჩემივე ნებით გაჩუქე და გითხარი რომ უშენოდ არ მჭირდებოდა,გითხარი რომ შენი გულით ვიცოცხლებდი,გავათობდი და მოვუფრთხილდებოდი !
შენ ხო ჩემი დებილი ბავშვი ხარ და იქნები, ამას დრო და სიშორე ვერასდროს შეცვლის..!!!
ისევ შევხვდებით და აი მაშინ უკეთ ვიგრძნობთ ერთმანეთს,როცა ჩემს წინ იქნები ჩემი გული შენში შემოვა, შენი კი ჩემში და აი იმ დღიდან ვიქნებით ორი სხეული ერთი გულით..! ♥♥♥
კატეგორია: ♥სასიყვარულო ჩანახატი | ნანახია: 957 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]