.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » მოდი
21:55
მოდი


მოდი
მოდი გაზაფხულო ჩემო,
მოდი სიცოცხლედ გადამაქციე,
მოდი აპრილის წრფელი სურვილი
მაისის ძალუმ ჭექად მიქციე.

გამიტაცე და თქეშად დამცალე,
ყვავილ და ყვავილ შემომატარე,
მაჩუქე მზე და მაჩუქე მთვარე,
გამაოცე და გამანეტარე.

გამანდე შენი ყველა ოცნება,
ყველა იმედი,ყველა სიახლე, 
არ დამიმალო შენი ტყუილის, 
ყველა სიბრძნე და ყველა სიმართლე.

მოდი წაშალე ყოველი ზღვარი,
როგორც ნარჩენი სამხილი ჩვენი,
მოდი შევერწყათ მარადისობას
და გადავლახოთ ჩემი და შენი.

მოდი დასაწყისს დავუსვათ ბოლო
და დავასრულოთ ამბავი ერთი,
მოდი თავიდან ვიშვათ ორივე
და ვიყოთ ერთი ვითარცა ღმერთი
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 848 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]