.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » გაყინული თვალებიც შენს დანახვას რომ ითხოვს..
16:57
გაყინული თვალებიც შენს დანახვას რომ ითხოვს..

ზიზღშეპყრობილ სამყაროში, ზურგი მაქციე და ჩემი ცხოვრება ცრემლების ღვრად აქციე, იცი ზაფხულის სითბოსავით მომენატრები, მაშინ როდესაც შენი სული დატოვებს სამყაროს, ცასა და მიწას ქვეშეთში გაივნები მტვერივით, სიოსავით გაინაბება შენი სხეული სამარეში, ჩემი ბაგეები მოელია შენს სითბოს გაყინული თვალებიც შენს დანახვას რომ ითხოვს, ფიქრებით მოგონებებით შევეცდები დავტკბე შენით, გთხოვ მაპატიე თუ ოდესმე ცუდი ვქენი... მე ვიყავი ტყვე შენ იყავი დედოფალი მე ვიყავი მონა შენი სულის მათხოვარი, პოეზიას ვხედავდი მაცხოვრებელ წყაროდ, რომელიც უანგაროდ მე შენით მათრობს, მეც მოვკვდები თუ გულები დაიწყებენ ძგერას ჩემს დასაფლავებაზე იმხიარულებს ყველა, თუ თქვენი ხელებითვე დამაყრით მიწას ბოლოჯერ დამინახავთ გეფიცებით ვფიცავ, საყვარელო მუდამ იქნები ერთი, ყოველთვის გაგიხსენებ როცა სევდა მოვა ჩემში, ვერ ვცვლი განაჩენს უფლის მიერ.. რადიკალურად ვხედავ იცვლება ფერები, შენი სული ტოვებს სხეულს ვეღარ მოგეფერები, ჩემს თვალებს სევდა ჩაუდგება მონატრების, ვიცოდი ასე იქნებოდა მკვდარიც მენატრები, ვერ ვიჯერებ ტკბილ სიტყვებს რომ შენ ვეღარ მეტყვი, წახვედი ღმერთან და დამტოვე მარტო სევდით, არვიცი, არვიცი ეხლა რავქნა.. რომ მენატრები ვისთან მივიდე და ნეტავ რა ვთქვა..მინდა რომ ვიყვირო მინდა რომ ვიღრიალო, მინდა მეც მოვკვდე შენი ტკივილი გავიზიარო, არ ვიყავით ღირსი ასეთი დასასრულის, მე ის დღე მეზიზღება რომ დადგა აღსასრული, რამოდენიმე საათის უკან ჩემთან იყავი, მერე კი წახვედი და გული ორად გამიყავი, გახსოვს რომ გპირდებოდი სიკვდილიც ვერ დაგვაშორებს, მართალია გეფიცები შენს საფლავს ვერ მომაშორებ, არ მადარდებს გეფიცები თუგინდა მეც მოვკვდე, გამანებეთ თავი მეც მალე დაგტოვებთ, მე ცრემლები ვღვარე ტყუილად დავისაჯე, მიპასუხე ღმერთო ნუთუ ვეღარ გავიხარებ....



გულით რაც მინდოდა ბავშვობაში არ მქონდა, ბავშვს რაუნდა ტკბილეული გართობა, მინდოდა ჩამეცვა სხვები როგორც იცმევდნენ, მინდოდა მეცხოვრა სხვები როგორც ცხოვრობდნენ, მშობლები მუშაობდნენ ვიყავით სულ მარტო, მე და ჩემი და, დაც ჩემზე პატარა.. სადიყვნენ არ ჩანდნენ მაშინ ნათესავები, ყველას რატომღაც ეხლა ვახსენდებით, ეხლა გაგახსენდათ ნათესავი რომ ვყოფილვარ? ყველაფერი მახსოვს ის პატარა ნუ გგონივართ! ცხოვრებამ გამზარდა ბავშობიდან სევდიანი, თვალზე ხშირად ცრემლიანი მუდამ დარდიანი, მუდამ ერთი კითხვით მომავალში რა მოხდება, როდის გავიზრდები ბავშობა როდის მორჩება, ბავშობა გავატარე ბედნიერების ლოდინში, ჯერ ვერ მოვდივარ ვიგვიანებ ბოდიში, თითქოს მთელი ცხოვრება ეს სიტყვები მესმოდა თითქოს ცხოვრებამ გულში ტყვია მესროლა, ბავშობიდან ჩუმად ტკივილს გულში ვატარებდი, ახსარებას ყოველთვის მხოლოდ ღმერთს ვაბარებდი, რთულ ბავშობას აქვს ორი მხარე, ერთი ცუდი ერთი კარგი, ცუდი გავატარე.. კარგი დარჩა ის რომ ვიცი ვინ ვინ არის, არასდროს არ მშურს ჩემზე წინ მდგარის.. დროებითია ყველაფერი ცხოვრებამ მასწავლა ამ ცხოვრებამ იცით როგორ დამღალა?



ჩემი წარსული ბევრ წლებს არ ითვლის, მხოლოდ რამდენჯერმე ვნახე გაზაფხული, მხოლოდ რამდენჯერმე იყო სიხარული, მაგრამ ბევრი მახსოვს მწარე სინანული, ვინ მოსთვლის რამდენჯერ ამიტირდა გული როცა მარტოს მებრძოდა ცხოვრება რთული, დაუნდობელი ჩაუქრობელი სანთელი ჩემს გულში მაინც ენთო, ასეც მიცხოვრია ბევრჯერ მითხოვია შენდობა ღმერთისთვის ცოდვებიც მქონია, მაგრამ სახელი არ შემირცხვენია, და მე წარსულის მართლა არ მცხვენია, ჩემი სიამაყე მე არ დამიკარგავს, გულში ბოროტება მე არ ჩამისახავს, არ თქვა გიცხოვრია თუ არ დაგიხატავს, თუნდაც ერთხელ მაინც ის რაც გულით დაგაქვს, მძიმე შეცდომებმა თავი მოიყარა ჩემს სულში მსაჯულათ უფალი მოიყვანა, სხვა მე ვინ დამსჯის ანდა ვინ გამსჯის, ამ ბნელ ღამეში ვინ ეძებს აჩრდილს, ის ხომ არაჩანს, მაგრამ ცხადია ისიც უბრალო ერთი კაცია, კიდეც მყვარებია გრძნობაც მქონია, თუ ვერ გავიხარე ასე მგონია, მე ვინც შემიყვარებს მერე მიმატოვებს ამასთან ყოფნას გული იმათხოვრებს ვიცი ყველაფერი ისევ წარსულს ჩაბარდება, და ეს ფიქრებიც ისევ დალაგდება თავში აზრები რომელიც აღმაფრენდა, ერთ დროს მახსოვს სიმშვიდეს არ მაძლევდა, თითქოს არაფერი მე არ მადარდებდა სიტყვას მადარებდა ბევრი მაბრალდებდა, სითბო არ მჩვევია ეს არ გამჩენია სახეს ტკივილის ნაკვალევი ამჩნევია, დღესაც ყველაფერი ისევ სიმწრით მახსენდება, არვიცი დავიწყებას ოდესმე დანებდება..სხეულს გაუჯდება ნათელი, მომავალს ბნელი წარსული არ უხდება...



გადავხედე ჩემს წარსულს დავიკარგე ფიქრებში, დავდივარ მარტოსული წვიმიან ქუჩებში, მახსენდება ჩემი განვლილი ტანჯული ცხოვრება აღარ მინდა ყველაფერი დამრჩეს მოგონებად, მე უკვე ამ ცხოვრებაში ბევრი ცუდი ვისწავლე, სულ ტყუილად შევიყვარე ბევრის თავიც გავაღმერთე, არ მივყვები ამ ცხოვრების უაზრო დინებას ბნელი წარსულის მომავლის დინება მიჰყვება, მე უკეთ გავიზარდე მგონი მეყო რაც ვიტანჯე, პატარა სიყვარულშიც კი მაგრად არ მიმართლებს, ვიცი ბევრი იფიქრებთ ამას რა ადარდებს, მის გულში ჩაიხედეთ რამდენი ტანჯვა დევს, ვიცი გულის სიღრმეში ბევრი დაფიქრდებით, როდესაც ატირდებით მერე ყველაფერს მიხვდებით...



სინანულზე აზრებს, სიყვარულზე ფიქრებს, ჩვენი სიყვარული მეც გავატანე ფიქრებს, იმ დრომ ჩიარა როცა მსურდა შენთან, დღეიდან მე გეუბნები ვერ ვიქნებით ერთად, მე მართლა არ მსურდა თუმცა ეს ასრულდა, სიყვარულსაც დაგიხატავ სიძულვილში გარდამავალს, გატყობ გული გტკივა მოგონება გზარავს, ფერებიც გახუნდა ძველი დროც დასრულდა, აღარ გიძღვნი სიმრებს და აღარ გიძღვნი ლექსებს, აღარ მინდა ჩემი გული შნზე ფიქრით შეცდეს, შეცდეს მონატრება მე აღარ მაგონდება ,ეგ გული პატარა უჩემობით დაღონდება, გაგონდება შემოდგომის ის დღეები ნამიანი, შენს მიმართ აღარ ვიქნები თავაზიანი, სამუდამოდ დაკარგე შენ ჩემი ნოდობა, დრო გავა წავალ ვეღარ მნახავ, აი ნახავ დავიმარხავ გულში ფიქრებს, იქნებ კიდევაც ვინმე მიხვდეს ამ ჩემს სიტყვებს და ამიხდეს ის რაც მინდა, ვიცი ღირდა მაგრამ ჭირდა სიყვარული გვიანია, სინანულიც გვიანია, ჩემთვის რასაც ნიშნავდი ადრე ბევრჯერ მითქვამს, თუკი შენსკენ გაწვიმდება იცოდე ჩემს გულში დარია, ვიცი ჩემზე ფიქრებმა ხელი ისევ დაგრია, გადაგრია წარსულმა, ვხვდები რომ ყველაფერი უკვე დასრულდა, გიგებდი ყველაფერში და ჩემი გული ყველაფერში დაგითმე, ალკოჰოლი მივიღე და ეს სიტყვები გავრითმე, დაივიწყე ის დღეები როცა ნაზად გკოცნიდი, როცა ლექსის რითმებით გრძნობას გულში ვტყორცნიდი, დრო გავა და ამ სიყვარულს შეცდომა დაერქმევა, არც ერთ გოგოს არ შევხედავ შენ რომ რამით გგავდეს, ახლა მე რომ ვხატავ ჩვენს ლამაზ მოგონებას მუქ ფერებში დაგიხატავ, დაგისახავ მონატრებას ცრემლით და სისხლით, ჩემი ლექსი კიდევ გეტყვის მრავალს, დაივიწყე აღარ მინდა წარსულს აღარ ვნატრობ, ნაღვლიანი ფიქრები სიცოცხლესაც ფარავს, გინდა საბოლოოდ გაქრეს ახდეს რაც ინატრე იმ მთვარიან ღამეს, გოგოს აღარ შევიყვარებ შენ რომ რამით გგავდეს !!!



გარეთ წვიმს თვალზე ცრემლი მდის გულში რაგაც მღლის, ცხოვრება უკვე მერამდენედ მცდის უშენობად მე ეს ცხოვრება, ცხოვრება არ მიღირს სუნთქვაც კი მიმძიმს მიყვარხარ შენ ჩემი სულის ნაწილი გახდი ჩემ ცხოვრებას შავ ფარდას ახდი მიყვარხარ შენთვის ამის თქმას ვბედავ, მე ჩემს მომავალს უშენოდ ვერ ვხედავ თვალიდან მომდის მხურვალე ცრემლი მწყინს რომ შენი გული ჩემთვისაა ბნელი მე არვიცოდი შენი სიყვარული არის ძნელი შენგან მცირე ოდენ სიყვარულს მაინც ველი ჩემთვის ეს დრო განელდა გული კიდე გაჩერდა, არმჯერა მე თუ შენი გრძნობა ჩემდამი განელდა ჩემი თვალები ისევ და ისევ დასველდა ... თვალებში გიყურებ და არაფერს არ ველი, და კიდევ ვერ ვხსნი ვერ ვხდები რა მოხდა არვიცი სად ხარ და აღარ გელი და ჩემი გულიც აქ საბოლოოდ მოკვდა !! მე დავრჩი მარტო საკუთარ თავთან ვერადა ვერ ვიპოვე შვება მე სხვასთან, 
მე ისევ შენსკენ მისწრაფის გული მე მინდა მხოლოდ შენი სიყვარული დამთავრდა ჩემი სიცოცხლე ჩემი სიხარულიც კვლავ წარსულს ჩაბარდა თვალებზე შემრჩა შემშრალი ცრემლი მხოლო სიკვდილია დღეს ჩემი მხსნელი ჩემი ცხოვრების სანთელი იქ სადღაც იქ ჩაქრა, შენი თვალები კი უკვალოდ გაქრა ცუდია თუ დამავს სიკვდილით მოცული სული დამსხვრეულია კვლავ ჩემი სული, შენმა სიტყვებმა მატკინეს გული ამ ცხოვრებაში მე ვყოფილვარ ნული ვერ შევინარჩუნე მე შენი სიყვარული იცოდე არმინდა მე მხოლოდ სინანული..

კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1552 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]