.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » მოდის და მიდის გაზაფხული
22:10
მოდის და მიდის გაზაფხული


მოდის და მიდის გაზაფხული,
მოდის და მიდის...
და არასოდეს გვეკითხება _
საით წავიდეს,
თვალს ვერ შეასწრებ,
ვიწრო ქუჩით გაიპარება,
ტყემალი როცა
დროზე ადრე დაიყვავილებს...

შესდექი, გაზაფხულო,
ყური მათხოვე,
ჯერ შენი წილი ყვავილობა
ჩასავლელია,
დარჩი და სულში ალუბლები
შემომათოვე...
და ნუღარ მეტყვი,
ყვავილები რა სათქმელია...

დაგიმახსოვრებ
ასე ფრთხილს და ასე ჟინიანს,
ისე გელოდი...
უკვე კარი გამომიხურე...
მე შენი გზები ვერ ვისწავლე,
ჰოდა, სარკმელთან
ვზივარ და როცა იპარები,
ჩუმად გიყურებ...
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 851 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]