.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » დრო და დრო
21:58
დრო და დრო


დრო და დრო სიკვდილს ვეკონებით, 
ვიდრე ქაჯეთის კარს მოვდგებოდი, 
ასე თავნება რო არა მყავდე, 
მაგ ცხრა კლიტულში არ მოხვდებოდი.
შენ შეუვალი ნება მამისა,
უცოდველ სისხლით გამაპოხინე, 
და მე დამაგდე მარებელ შლეგად,
რისთვის ან რატომ გამაგებინე?!
თუმც შენ რას გერჩი,ჩემი ბრალია,
შენი თავი ხომ მე მაბარია,
შენ გეკითხები,თორემ მავანი,
ფიქრობს - კრეფს სადაც არ უბარია.
ქარი უდაბნოს უცვლის კონტურებს, მაგრამ ზღვა დუმილს ვერაფერს აკლებს, 
მხოლოდ და მხოლოდ სამყაროს ენით, 
ლაზარეს ენით,მყის განაახლებს.
დრონი მეფობენ და ჭეშმარიტის 
შენ გულის ძგერას რწმენით შეაღებ, 
შენთვის გვემულის შეუვალ ნებას,
როგორც მედეა კარებს გააღებ.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 881 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]