.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » მე ვერ ამოვხსნი შენს ამოცანას
22:15
მე ვერ ამოვხსნი შენს ამოცანას

მე ვერ ამოვხსნი შენს ამოცანას,
სად შემიძლია, უკვე დავბერდი,
ჩემით გამძღარი წლები მიხმობენ
და მე მათ ვეღარ ავუჯანუდები.
ის აღარა ვარ... დროს შევეკარი
და ჩაბმული მაქვს ჟამის ეჟვანი,
ბოლოს ხომ სულიც ხორცად იქცევა
მიწას შეზრდილი ღამის მთევარი.
ნუ გეწყინება, ეს ცხოვრებაა
აქ ყველაფერი არის მოსული,
მთელი წარსული მიჭირავს მუჭში
და თავდებით ვარ გამოშვული.
რა შეგიძლია, მხოლოდ აღმართვა
ცრუ სავიზიტო ბაირაღების,
და გახელებულ მაისით ტკბობა
ზღვარ დაუდებელ ველურ თვალები?!
აბა შენ იცი.მივდივარ მეთქი
და თუ რაიმეს მეტყვი მითხარი,
ვიცი ძნელია, მაგრამ სხვა რა გზა... 
შეღებულია უკვე წინკარი.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 943 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]