.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » ზესტაფონო,ზესტაფონო მოვდივარ
18:29
ზესტაფონო,ზესტაფონო მოვდივარ

ზესტაფონო,ზესტაფონო მოვდივარ,
შორი გზიდან მოვალ მოგესალმები.
ჭირნახულო,ჭირნახულო, იხარე
მოვიტოვე ამ შვიდი წლის ვალები.

არ ინაღვლო შენთან მოვალ ჭირიმე,
ისე მოვალ როგორც გიბარებია.
ერთადერთო ერთად უნდა გახარო,
რაც აქამდე ჯერ არ მიხარებია.

მოვდივარ და თან მხარდამხარ მომყვება
უკეთესზე უკეთესი მაყარი,
ყველს შენზე მლოცველი და საზეო მოწეული ქორწინებით ნახარი.

...ზესტაფონო,ზესტაფონო მოვდივარ,
შორი გზიდან მოვალ მოგესალმები.
ჭირნახულო,ჭირნახულო, იხარე
მოვიტოვე ამ შვიდი წლის ვალები.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 862 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]