.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 15 » ვმწყემსავთ მარტოობის დღეებს
14:28
ვმწყემსავთ მარტოობის დღეებს

ვმწყემსავთ მარტოობის დღეებს
და ჩაის მივირთმევთ მოცვის..
ლექსებს ვეუბნებით ხეებს
მაშინ, როდესაც მოწვიმს…

გარეთ ამინდია არეული;
სახლში თბილი ბუხარია, ცეცხლით…
ყვავილი იშლება გარეული
და ჩვენ ფანჯრებზე ვწერთ ხელით..

შენ სავარძელში ჩაჯდები და
ლექსებს წაიკითხავ თრთოლვით..
ხეებს ბეღურები ასხდებიან
და თავს გაირთობენ თოვლით…

შორს შენი მარტოობა მიცდის,
თვალები მიპყრობილი ქუჩას…
და ამ მოლოდინს ვიცით,
ბოლო არასოდეს უჩანს…

მე ქუჩებს მარტო მივუყვები
და კიბეს ამოვივლი წყნარად…
მოვალ, სიყვარულზე მოგიყვები
და ასე იქნება მარად!

მიხეილ სამხარაძე
[02.12.2008]

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 865 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]