.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 15 » ვიცი, რომ დღესაც მარტო არა ვარ
14:41
ვიცი, რომ დღესაც მარტო არა ვარ


ვიცირომ დღესაც მარტო არა ვარ –
შენი კეთილი თვალი დამყურებს.
ივსება შენი სუნთქვით კარავი
და აკანკალებს ქარი საყურეს.

გცივა? -
ჩემ მხარეს ადრე მოადგა
ცივი წვიმების მძიმე კოჰორტა.
ვეღარ ვიხსენებ ან რა დროა და
ან ყვავილები ვისთვის მიმქონდა.

შენთვის?
მაგრამ შენ მხოლოდ ფიქრი ხარ,
ფიქრის თმები გაქვსფიქრის თვალები.
და სიყვარულიც ისევ გვიხმება,
რომელიც დიდხანს ვზარდეთ წვალებით.

ნოემბერი კი უფრო აურევს,
დამძიმებული ღრუბლის ტრაურით
მოიხსნი ბეჭდებსყვირფას საყურეს
და ხელუკუღმა ქარს გადაუყრი.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 744 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]