.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 17 » ვერ ვმალავ მე ჩემს გრძნობას… თაკო დარბაიძე
01:14
ვერ ვმალავ მე ჩემს გრძნობას… თაკო დარბაიძე
ვერ ვმალავ მე ჩემს გრძნობას,
შენდამი ვკარგავ ნდობას.
მინდა, არ მინდა ვფიქრობ,
ჩემი გულისკენ გიხმობ.
თვალებს ცრემლები ეხება,
მინდა მაგ ხელის შეხება:
თითებზე, სახეზე, თმებზე,
როგორ ვიფიქრო სხვებზე?
როგორ გაგაქრო გულში?
გრძნობას ვერ ვიტევ სულში.
ამდენს ვერ დავთმობ, ვერა,
ვერ შევწყვეტ გულის ძგერას.
ვერ გტოვებ, ვერაფრით ვერ გთმობ.
უფალს შენდობას შევთხოვ.
ისევ შემიპყრობს დარდი,
შეწყდება დიდი კადრი.
ცაში აფრენა მსურდა
და მომეკვეცა ფრთები.
ახლა მგონია თითქოს
მარტოობისგან ვკვდები.
მე რომ გაფრენა ვცადე
მიწაზე დამანარცხე.
როდემდე უნდა გავძლო
როდემდე ვიყო ასე ?
დარდია, დარდი ბნელი.
სიტყვებიც არაფრის მთქმელი.
სულია დატანჯული,
ფიქრებზე გაწაფული.
მე მინდა გაზაფხული,
მინდა, რომ აგაყვავო
ამ გულში ერთადერთო,
ყველაზე სათაყვანო.
იმდენი რამე მინდა
არ ვიცი რა ვთქვა მეტი.
ყველაზე სუფთა, წმინდა
და სხვა გრძნობებზე მეტი.
იმდენად ეული ვარ
უფურცლო რვეული ვარ.
ყველაფერს შეჩვეული
გადარეული ვარ.
ამდენი ოცნებებით,
ამდენი შენზე ფიქრით,
გული კვლავ აღარ ფეთქავს,
სარკმელთან აღარ გიცდი.
ამდენი გაცრუება,
ამდენი სინანული,
რით ვერ დასრულდა.
ესაა სიყვარული ?
ფიქრებში ხეტიალით
დაღამდა, გათენდა ისევ,
ღამე ოცნებას ვიხდი
და დილით ისევ ვიცმევ.
ხანდახან ნიღაბი მაქვს,
რომ არ შემნიშნოს არვინ
თუ როგორ მიწვიმს სულში,
თუ როგორ ვდარდობ კრძალვით.
ახლა დამიდგა გლოვა,
ახლა დამიდგა სევდა,
ეს ლექსიც სხვა ლექსივით
ვხვდები, რომ გამიცრემლდა.
ამ გულში გაარსებე,
მოგეცი სიცოცხლის ნება.
ქალი, რომელიც შენზე
ოცნებებს ვერ თმობს, მე ვარ.
ყოველთვის რაღაც სევდა
დამსდევდა გამალებით.
მოგსდევდი, გეწეოდი,
ჩუმ-ჩუმად ტრამალებით.
ოცნება დამინგრიე,
დაახშე ყველა კარი,
და გულში დაირეკა
სევდის მომგვრელი ზარი.
ზარი გოდების, ცრემლის,
ზარი განგაშის, ფიქრის.
სიკვდილი თითქოს მელის,
სიკვდილი კართან მიცდის.
ხანდახან ვფიქობ რა ვქნა ?
გულიდან ამოგშალო ?
თუ მართლა სხვა ვინმეზე
სხვა ვინმეს განაცვალო ?
შემზარავია ფიქრი.
გულგამგმირავი თითქოს,
მე შემიძლია შენ რომ
ვინმეზე გაგცვალო ვითომ ?
მე შემიძლია ვინმეს
ვუღიმო, ვეფერო, ვათბო ?
ჩემი სიტყვებით, მზერით
ყოველ დღედაღამ ვატკბო.
მე შემიძლია ? ვიღაც
რომ ავიყვანო მაღლა.
მე შემიძლია ? ფიქრით
ყოველ დღე მასზე დაღლა.
მე შემიძლია განა ?
მივუძღვნა, რაღაც წმინდა.
და გავიხადო იმად
რაც მხოლოდ შენთვის მინდა.
არ შემიძლია, არა.
ჩემთვის არ არის არვინ.
მინდა გიყურო მარად
ყოველი წუთი, წამი.
შენ დამიმსხვრიე ყველა
ოცნება, ყველა ნატვრა.
შენ გამიქარვე გულში
შემოპარული განცდა.
შენ მე გამიქრე ყველა
ყველა ძვირფასი წამი.
ახლა დამიდგა ისევ
ცრემლების, სევდის ჟამი.
არ შემიძლია, არა.
სულ ყველაფერი გაქრა.
ცრემლდადაგული თვალებს
ვინ დამიკოცნის ახლა?
გული ძგერს გამალებით
ვიცი, რომ მალავ თითქოს,
რომ შენი გული სულ სხვას
სიყვარულისთვის იხმობს
ახლა დავიწყებ ისევ
სულის შემზარავ ფიქრებს
მინდა გაჩერდეს გული,
რომელიც შენით მიცემს
ვინღა გამითბობს ხელებს
ახლაც, 100 წლის მერეც…


კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 827 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]