.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » უსუსური ფიქრის პლანტაცია
14:09
უსუსური ფიქრის პლანტაცია

ღამე, 
უსუსური ფიქრის პლანტაცია, 
ღამე, მგლოვიარე, ჯმუხი დედაბერი, 
ვარსკვლავეკლიანი, როგორც აკაცია, 
ზამთრის სანთელივით სულებ შენაბერი 
გადაარაფრისფრდა, ერქვა გათენება, 
გადაარაფრებულ ცების გაჭენებით, 
მერე არაფრებიც მოკლეს კაენებმა, 
სანამ არაფრებიც გახდნენ კაენები. 
სანამ ყოფითობა სიკვდილს გაუტოლდა, 
სანამ სისოცხლესაც გვამად მოეზია - 
რა და მობოჰემობს მწვანე საუფლოდან, 
რა და... მობოჰემობს მწვანე პოეზია, 
მოდის, მობოჰემობს , მოდის გათენებით, 
მოაქვს სულები და სისხლში ბუდდებიან, 
სისხლში_: ქრისტეები, სისხლში_:ათენები, 
სისხლში_:ცეცხლები და სისხლში ბუდებია. 
არა სამართლიან ბადებს მეტაფორებს, 
არა საიდუმლოდ ამხელს, ა_ცასშვილებს, 
წუხელ დაუქცეველ სისხლებს ვეამბორე, 
სხისთვის დასაფლეთად, სხეულ გადაშლილი. 
ღამე, 
უსუსური ფიქრის პლანტაცია, 
დილა _ განწირული სტრიქონხლართულები, 
ჰაერეკლიანი, როგორც აკაცია... 
არა საიდუმლო სუნთქვის გართულება!!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 908 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]