.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » უსასოობა თვალებში მიმზერ
13:59
უსასოობა თვალებში მიმზერ


უსასოობა თვალებში მიმზერს,
ასე მგონია დავრჩი წყალგაღმა,
თუმც ბევრს ვპოულობ ტირილის მიზეზს,
მაინც ვერ ვბედავ ტირილს ხმამაღლა.
ვიცი არსებობს ცრემლის სიმლაშე,
ვიღაცის შიში და მორიდება,
და მჯერა მართალს უფლის წინაშე,
თავის მართლება არ მომინდება.
ვიცი არ მომცემს სინდისი ნებას,
ვინმეს სიმხდალით თავი გავაცნო,
მე შეველევი უძირო გრძნობას,
უფრო მაღალი რწმენის სანაცვლოდ.
ვიცი სიკვდილზე ძნელია უფრო,
როცა ჭრელ მინდორს სეტყვა გადახნავს,
როდესაც რჩები ზეცაში უფრთოდ,
და გიკრძალავენ ტირილს ხმამაღლა
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 795 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]