.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26 » უფლის ვნებიდან დღესამომამდე
13:16
უფლის ვნებიდან დღესამომამდე

უფლის ვნებიდან დღესამომამდე
ამ ქვეყანაზე რა შეიცვალი?
მითხარი ერთი ამ ხნის მანძილზე
ჩვენში ბოროტი გარდაიცვალა?


განა რა დარჩა, ეს ბოლო დრეც და
მთელი სამყარო შეზანზარდება,
ჩემით და შენით ხელში ჩამკვდარი
ლაზარე ფეხზე როგორ დადგება?

დროს იზომავენ ფარისეველნი,
და ერთმანეთის ზრაპრებს ყვბიან,
ვისთვის და რატომ არც კი უწყიან
ისე მოდიან ისე მიდიან.

ო, უგუნურთა წუთო სოფელო,
დღემდე უფალმა როგორ გიტანა?
არადა შენთვის ძელზე ვნებულმა
ზეციდან ცეცხლი ჩამოგიტანა.

სხვა ხსნა არა გაქვს უნდა აღსდგე და 
შენთვის ვნებული გაითავისო,
მისი სიტყვით და მისი ნათელით 
მთელი სამყარო უნდა აივსო.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 758 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]