.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » უიმედოდ დაკარგული ფიქრში
16:16
უიმედოდ დაკარგული ფიქრში


უიმედოდ 
დაკარგული ფიქრში, 
დახმარებას 
მხოლოდ შენ ერთს შეგთხოვ, 
არ გამკიცხო, 
თუ გაწუხებ ხშირად, 
მე შენს გარდა ვინ მიშველის ღმერთო?..

ვლოცულობდი 
ცრემლიანი თვალით, 
რა ვქნა, თუკი ამ ტკივილებს 
ვერ ვთმობ,
არ იფიქრო,
კერპად მყავდეს ვინმე,
ჩემს სიყვარულს გავედრებდი ღმერთო...

სიცივეში
და უმთვარო ღამეს, 
მე სანთელი 
ქაღალდებთან მენთო, 
არ გეგონოს 
ვღალატობდე რწმენას,
პოეზიას ვუნთებ სანთელს ღმერთო...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 850 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]