.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » უილიამ შექსპირი თუკი ოდესმე შემიძულებ-დღეს მიმატოვე
21:23
უილიამ შექსპირი თუკი ოდესმე შემიძულებ-დღეს მიმატოვე


თუკი ოდესმე შემიძულებ-დღეს მიმატოვე!
როცა ქვეყანა წინ აღმიდგა,ვით მუხანათი,
უფრო იოლად გადავიტან ჩემს სიმარტოვეს,
თუ ბოლო წვეთი არ იქნება შენი ღალატი.
და თუ ოდესმე მოწოლილი სევდა განვდევნე
არ მომეპარო და არ ჩამცე ზურგში ხანჯალი,
ქარიან ღამეს მერე წვიმით ნუ გაათენებ,
ახლა მომიზღვე წამი ჩემი დასატანჯავი!
ბოლო წუთისთვის ჩვენი გაყრა აღარ გადადო,
რომ ვერ მოგასწრო წვრილმან სევდით დაძაბუნება,
დღესვე მივიღო უდიდესი ჩემი სადარდო,
დღესვე მაღირსოს უშენობა ავმა ბუნებამ!
შენი დაკარგვით დაკარგული გული ჩამწყდება
და დღევანდელი ყველა დარდი გამიქარწყლდება!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 933 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]