.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » უილიამ შექსპირი
21:42
უილიამ შექსპირი


დღეს ქურდობაზე დავიჭირე ყვავილი ბევრი,
იამ სურნელად ჩემი სატრფოს სუნთქვა ისესხა,
ზამბახსაც მისთვის მოუპარავს ხელების ფერი,
მკლავნი ასეთი ნათელ მხრებზე აბა ვის ესხა?
წაურთმევიათ მიჯნურისთვის თმების სიშავეც,
დგანან ვარდები სირცხვილისგან წითლად დამწვრები,
სხვა ყვავილებმაც ყაჩაღობა ვერ მოიშალეს
და ზოგმა ყელი გაგიძარცვა,ზოგმა ღაწვები.
სუნთქვას მაწვდიან სურნელებად დამდნარს იები,
ზოგმა სითეთრე მოგტაცა და ზოგმა სიწითლე,
მაგრამ შენს გამო შესევიან ვარდებს ჭიები
და გადახრული ყვავილნარი სულსაც სიმწრით ლევს.
კატეგორია: ♥უცხოელი პოეტები | ნანახია: 1114 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]