.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » უილიამ შექსპირი
21:41
უილიამ შექსპირი


ვისაც ძალა აქვს ავი იქმნას,მაგრამ ავს არ იქმს,
ვისაც ძალა აქვს მუდამ დარჩეს კლდედ და პიტალოდ,
სხვა ამოქმედოს,მაგრამ არვის დასცეს თავზარი,
და ცდუნებათა შემოტევაც გადაიტანოს.
მას თვითონ ზეცა მადლიერი თვალით დაჰყურებს,
მისია მიწის საგანძური დამარჯნებული,
სხვები ხდებიან მისი ნების მოსამსახურე,
ის კი მეფეა თავის თავზე გამარჯვებული.
ზაფხულის ყვავილს საზაფხულო მოაქვს სურნელი,
თუმცა დრო აჭკნობს და მუდმივად როდი ალაღებს,
მაგრამ თუ სენი შეეყარა განუკურნელი,
ყვავილებს ვარჩევთ სარეველა მინდვრის ბალახებს.
კატეგორია: ♥უცხოელი პოეტები | ნანახია: 987 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]