.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » უილიამ შექსპირი
21:14
უილიამ შექსპირი


როდესაც ვფიქრობ, საამქვეყნოდ შექმნილ რაობებს
რომ არ შერჩებათ სრულყოფილი დიდხანს იერი,
რომ ეს ცხოვრება ჰგავს ნაირგვარ სანახაობებს,
რასაც განაგებს გრძნეულება ვარსკვლავიერი,

როდესაც ვხედავ, რომ ზეცა და მისი განგება
ყვავილებივით ასაზრდოებს ადამიანებს,
რომ აყვავების შემდეგ ჭკნობის ჟამიც დადგება,
რომ ჩვენს ნაკვალევს საფლავშიაც ვერვინ მიაგნებს, 

მე მაშინ მესმის, წარმავლობის წესი და რიგი _
ის შენც გაგთელავს, რაგინდ იყო მხნე და დიადი,
მტაცებლებივით დროს და ასაკს მოგისევს იგი,
რომ ყრმობის დილას მოადევნოს ღამის წყვდიადი. 

...და ასე ვებრძვი დროს ფიქრებთან განმარტოებით,
რომ შენი ჭკნობა შევაჩერო ლექსის რტოებით
კატეგორია: ♥უცხოელი პოეტები | ნანახია: 853 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]