.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » თუ უშენობით უნდა ვეწამო
15:31
თუ უშენობით უნდა ვეწამო


თუ უშენობით უნდა ვეწამო,
რისთვის სიცოცხლე,რისთვის სიკვდილი?
რას შევახეთქო ამ უკუნეთში
ეს განწირული სულის ყივილი?!
რა იქნებოდა არ დამტეხოდი
მეცხრე ტალღად და მეხთა ძგერებად?
რად გამაჩინე შენი შეცნონით,
დასაღუპად და უსასოებად?
ვინ ხარ სიცოცხლე, თუ ანგელოზი?
შავი ფრთებით და ნიღბიან სახით,
რისთვის გამწირე მე უბედური,
ობლად შთენილი ვნებულთა ქარით.
თუ ზვარაკი ვარ, რატომ მიმალავ,
რაში გჭირდება უსისხლო მსხვერპლი?
ო, ერთი მოგწვდე დაუნდობელო,
ქარს გავატანო სიშლეგის ფერფლი.
საიდან ჩნდები უწყალოდ ბრძენო,
რისთვის ანთიხარ ამ ცის ქვეშეთში,
შეუბრალებელ დროის ქარაგმა,
ვერ დატეული დალახვრულ გვერდში.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 800 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]