.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » თუ სასწაული არ გავაცოცხლეთ
16:06
თუ სასწაული არ გავაცოცხლეთ

თუ სასწაული არ გავაცოცხლეთ,
ამ ქვეყანაზე რისტვის მოვედით?!
მზე თუ სამზეოს არ დავაბრუნეთ,
ხსნას სატანისგან ვისგან მოველით?

ბილიკ და ბილიკ მწვერვალისაკენ
სადიდებელით თუკი არ ვივლით,
დრომდე დავრჩებით გაღიმებული,
მაცდურისა და გულისთქმის ხიბლით.

გიორგობაა და ის მოგვიხმობს
ერთობისა და სიყვარულისკენ,
მხარი მხარს ძმებო ვარდებით ხელში,
ანჩისხატისკენ! ანჩისხატისკენ!

...ნოემბერი და ვარდი?
თვითმარქვია და ღმერთი?
ლაზარე გაიღვიძე!
იცანი ერთადერთი!!!
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 938 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]