.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 27 » ცას წვიმა წასკდა ისე უეცრად
21:01
ცას წვიმა წასკდა ისე უეცრად


ცას წვიმა წასკდა ისე უეცრად,
როგორც შენს ბაგეს ჩემი ლექსები.
თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს,
მაგრამ მე შენთვის მუდამ ვევნები.

დაწერილია მზეს მზე დაიხსნის
ხელნაწერები არ იწვებიან,
სადღაც ჩვენს შორის გამოცხადებით
ნელი ჩქარებით უმალ ჩნდებიან.

დრო შეიკუმშა და რაღა რჩება ტარიელმა რომ იხსნას ნესტანი,
რომ ბოლო შტურმში ჩადოს ბოლომდის,
მისი სული და მისი გზნებანი.

შემოევლება აწმყოს მერმისი
და ზე ნათელით დაიფარება,
ახალი ცა და ახალი მიწა
დიად ერთობით დაიბადება!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 824 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]