.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 25 » წვეთები ჰგვანან ქალებს-წამიერს
12:39
წვეთები ჰგვანან ქალებს-წამიერს

ჩემი თვალები-ეშმაკები ელვარე-მნათი,
მე ჩემს დემონებს არ ვემონები,
მე ძმა ვარ მათი.!


* * * 

წვიმა გაზაფხულის,ლაღი და შხაპუნა

წვეთები ჰგვანან ქალებს-წამიერს,

ზოგს ნინო ჰქვია და ზოგს ხათუნა,

წავა გაზაფხული თან წვიმას წაიღებს.

და რა დაგვრჩება-მხოლოდ მოგონება

ვხვდებით,რომ თამაშობს ანცი გაზაფხული,

წამით გვაჩუქეს სხეული გოგონებმა 

და ამ "წამებით"დავრჩით დაზაფრულნი....

მაგრამ სულ სხვაა როცა გულში წვიმს,

როცა სული გაქვს გრძნობით ალაგმული

და როცა ამინდს დღეში ასჯერ ცვლის

ქალის სიყვარული და არა გაზაფხული.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 855 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]