.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » თოვლზე დახატული ბაჭია
14:05
თოვლზე დახატული ბაჭია

მამა,
მუხლზე სული შემიბერე,
ეზოში ხელი მკრეს, დავეცი.
თოვლზე დახატული ბაჭია
ჩემი ბავშვობისკენ გაიქცა.
მა,
შენი პატარა გოგონა
ახლა სევდიანი ქალია, 
იმდენჯერ დაუშვა ხელები
უღონოდ... იმდენის ვალი აქვს...
მა,
შენ ხომ იცი რა ძნელია,
ყოველთვის იარო სწორი გზით...
გამიშვი, რომ გზები ამებნეს
და ისევ ჩვენს სახლში მოვიდე...
მა, 
შენი პატარა გოგონა
ახლა სულდაღლილი ქალია.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1122 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]