.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » თოვლ დამეყარა თმა-წვერზედ
20:14
თოვლ დამეყარა თმა-წვერზედ


თოვლ დამეყარა თმა-წვერზედ
ზამთარ მომადგა კარსაო
წლებმა პირ-სახე დაღარა
ვინ მოსთვლის ჭაღარასაო.

მთებს შავაბერდი მთის შვილი
ნათელ მააკლდა თვალსაო
აღარც ღონე მაქვს ბეჩავსა
ვინ უპატრონებს ცხვარსაო?

ერთი ქალაი მიყვარდა
ბედმა შაჰყარა სხვასაო
მასზე ფიქრი და წუხილი
ვერ გავატანე ქარსაო.

რომ მავკვდე გამიხსენებდეთ
ერთს მოხუცს თუშის კაცსაო
მარტო დამაგდეს გულ მაჰკლეს
მაინც ვლოცავდი ცასაო.

კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 798 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]