.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » თქვენ ჩემთვის გულწრფელ საუბრებს ჰგავხართ
12:48
თქვენ ჩემთვის გულწრფელ საუბრებს ჰგავხართ

თქვენ ჩემთვის გულწრფელ საუბრებსჰგავხართ,
ალბათ არც მინდა სხვა რამეს ჰგავდეთ...
ისე ჯერ სულში ვერავინ ჩამწვდა
და მხოლოდ ჩემმა ლექსებმა გამთქვეს

ვიცი სიცოცხლე წამიერია,
მაინც არ მინდა უკვალოდ გავქრე,
თუ ყველაფერი ღვთისმიერია
მე მაინც ჩემსას ავანთებ სანთელს

ცხოვრება სცენად არასდროს მედგა,
არც წარმოდგენებს არასდროს ვდგამდი,
თუ დამაქვს ცრემლიც, ღიმილთან ერთად,
იცით – არც ერთი არ არის ყალბი

დღეს ეს სიტყვებიც ლექსებად წამცდა
დაჯდეს წერტილი და ასე მორჩეს:
ვიცი, რომ ვამბობ ათასჯერ ნათქვამს
და მაინც – მინდა ღიმილით მოვკვდე!

და მინდა მუდამ იყოთ ასეთი –
თქვენ ახლა გულწრფელ საუბრებს ჰგავხართ...
სადაც დავიწყე იქვე გავჩერდი,
ეს იყო ჩემი ალთაც და ბალთაც
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 814 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]