.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » თეთრწვერა მოხუცი თავდავიწყებით ამღერებდა თეთრ როიალს
14:10
თეთრწვერა მოხუცი თავდავიწყებით ამღერებდა თეთრ როიალს


თეთრწვერა მოხუცი თავდავიწყებით ამღერებდა თეთრ როიალს და გონებაში მოგონებათა ფარდა ეშლებოდა. ხედავდა პატარა გოგონას საოცარი ლურჯი თვალებით,ორად გაპობილი წითელი ბაგეებით, ბავშვური ღიმილით და ცელქი გამოხედვით. ყვავილთა თოვლში ტრიალებდა, პატარა თითებს ზეცისკენ იშვერდა და მღეროდა ისეთი წმინდა და ზღაპრული ხმით, როგორც ანგელოზთა დასი უგალობს ხოლმე უფალს. მოხუცს არ შესწევდა ძალა ამ უცნაური ზმანებიდან გამორკვეულიყო, არ იცოდა ვინ იყო ეს პატარა გოგონა, ან რატომ ახსენებდა ასე ხშირად თავს, მაგრამ თავბრუ უფროდაუფრო მეტად ეხვეოდა, მისი თითები თავისდა უნებურად მოძრაობდნენ შავ-თეთრ კლავიშებზე და ვერ წყდებოდნენ წარსულის დიდებულ ჰანგებს. აი, დანისლულ გონებაში თვალწინ წარმოუდგა მაღალი, წარმოსადეგი ყმაწვილი ხუჭუჭა თმით, ლურჯი მეტყველი თვალებით,რომლებიც სავსე იყო სიყვარულის მბრწყინავი შუქით... და გაახსენდა, ეს მისი პირველი სიყვარულის ისტორია იყო, ბიჭმა ცისფერი ვარდებით გვირგვინი დაწნა და იმ გოგონას, რომელიც ორი წუთის წინ ჩანჩქერის შხეფებქვეშ დახტოდა და ხმამაღლა იცინოდა, ახლა კი მდელოზე მორცხვად იჯდა, მბზინავ თმებში უჩუმრად ჩაუბნია. და უყვარდა ნამდვილი დიდი სიყვარულით და უნდადა მთელი სიცოცხლე მის გვერდით ყოფილიყო,მაგრამ მოხუცმა იცოდა რომ რაღაც მოხდა, ეს ლამაზი ზღაპარი უბრალოდ დასრულდა და ალბათ არც არასოდეს დაბრუნდებოდა...
სიმები წყდებოდა და ტიროდა თეთრი როიალი, ზღაპარი ქრებოდა და მოხუცსაც ჩამქრალი ზღვისფერი თვალებიდან ცრემლები სდიოდა... მაგრამ პირველი სიყვარული მაინც თავდავიწყებით მღეროდა, ღმერთს თურმე ფრთები შეუსხამს მათთვის და ზეცაში თავისთან წაუყვანია.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 851 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]