.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » თ ე თ რ ი კ ა ბ ა
21:55
თ ე თ რ ი კ ა ბ ა


თ ე თ რ ი კ ა ბ ა 
როცა მოკლე, თეთრი კაბა ანდამატობს,
მაშინ ვხდები თავმდაბლური ლაბირინთი,
შეგცივდება, ჯერ ადრეა, ანდა მარტია
აგაღელვებს, სხივს მოგასხამს, ცეცხლს დაგინთებს,
მერე, იქვე მოქანცული, ლაბილური,
ყალიონით შეგხვდები და... ოღონდ მარტო
შენთვის, მხოლოდ თავმდაბლური ლაბირინთი,
ლაკონურად – თეთრი კაბა ანდამატობს..
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 829 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]