.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » ტუჩებზე კი სიმწიფით ალუბლები აფეთქდნენ!
12:50
ტუჩებზე კი სიმწიფით ალუბლები აფეთქდნენ!

გაზაფხულმა დაკრიფა,
შენს ღაწვებზე ატმები,
ტუჩებზე კი სიმწიფით ალუბლები აფეთქდნენ!
ვიცი, ბავშვობასავით თბილად მომენატრები,
თუმცა მაინც ბოლოჯერ ვკოცნი რძისფერ საფეთქლებს...

ახლაც შენი, კვალდაკვალ, 
მომდევს თბილი აურა,
ცხელი, ცხელი აპრილის, მიწის სუნი მაბრუებს...
სტრიქონებიც გავგზავნე 
დროში სამოგზაუროდ,
ფრთხილად ვიხსნი გულიდან 
ნოსტალგიურ თავბრუ-ებს!

ჩაბნელებულ ოთახში, მარტოობა სრულიად,
„ჰეფი ენდში" ყოველთვის სასაცილოდ მიმართლებს!
მერე რა რომ ტუჩებში კოცნა აკრძალულია?..
ბოლო სუნთქვაც ცრემლიან 
თვალებისკენ მივმართოთ.

შენიღბულად შეკრული, 
უხეშად გაწყვეტილი...
ახლა ერთურთს ზედიზედ ცვლიან თბილი კადრები,
ის დროა, რომ სისხლისფრად დავსვათ მრავალწერტილი...
დამალულ ცრემლებივით - ჩუმად 
მ ო მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი !
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 788 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]