.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 23 » ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები...
12:48
ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები...

ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები...
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები,
თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები,
როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები.
მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო,
არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი,
არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე,
გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი.
ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა,
სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური,
აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს,
აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური.
უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი,
თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა,
ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი...
ასეთი მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა.
მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა, გესმითიი?


ქარის მოტანილი რა მაქვს, რომ უკან
გავატანო ქარს
ჩემი სიყვარული თვითონ შემიქმნია და
როგორ გავატანო სხვას
შენი სიყვარულით გამთბარი როგორ
მივეკედლო სხვასი
მე ხომ მაგ თვალების მჯერა და როგორ
დავუჯერო სხვას
ქარის მოტანილი არ ხარ და რა ვქნა
ვერ გაგატან ქარს...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 868 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]