.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » ტირილი მინდა და ვერ ვტირი
19:28
ტირილი მინდა და ვერ ვტირი

ტირილი მინდა და ვერ ვტირი,
სიცილი მინდა და ვერ ვიცინი,
სიხარული მინდა და არ მიხარია.
იქნებ იმიტომ, რომ ცხოვრებამ დამჯაბნა...
იქნებ იმიტომ,რომ "არაფერი" შევიყვარე,
რამდენი რამეა ამ "არაფერში"
უბრალო წამია ამ ყველაფერში.
მაშ, რატომ ვადიდებ ამ წამს ყოველდღე...
რატომ არ ვიტყვი როგორ მიყვარს.....
რატომ მეშინია ყოველთვის ამ წამის...
რა უაზროა ზოგჯერ ეს წამი.
ზოგისთვის როგორ დაიკლაკნება.
ჩემთვის კი,მუდამ დგას ფეხზე.
ეს,ხომ უაზრო ეპიზოდია
როგორ მენანება ეს ეპიზოდი
როგორ დამჯაბნა ჩემმა ცხოვრებამ...
და,ეს რა არის??ვითომ ლექსი?
არა,ეს ყველაფერი "არაფერია"
ეს ყველაფერი მკვდარია
ეს ყველაფერი დაიხევა,
ეს ჩემი სახელი დაიკარგება.
თუმცა,მე რათ მინდა სახელი
მე რათ მინდა საჩუქარი.
მე ერთი ტირილი
ერთი სიცილი
და ერთი სიხარული მინდა..
და, თუ ესეც არ არის ჩემთვის
მაშინ,დამარხეთ ჩემი ყოველი სიტყვა....
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 983 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]