.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » ტერენტი გრანელი (ამ ფიქრის გარდა კარია ახლო…)
19:25
ტერენტი გრანელი (ამ ფიქრის გარდა კარია ახლო…)

ამ ფიქრის გარდა კარია ახლო,
მოვა დრო და მე დავიღუპები.
განთიადია და მინდა ვნახო
ეს ოქროსფერი ზეცის ღრუბლები.

რა ვქნა, ვერ ვითმენ გათენებამდე,
კედლებს რაღაცას ვესაუბრები.
ახლა თენდება და მინდა ავდგე, -
ვნახო თბილისი, ვნახო ღრუბლები

კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 757 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]